სიახლები

28-11-2019 რადონი

რადონი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 86. აღინიშნება სიმბოლოთი Rn. რადონი შედის რადიოაქტიური რიგის 238U, 235U და 232Th-ის შემადგენლობაში. რადონის ბირთვები ბუნებაში მუდმივად წარმოიქმნებიან პირველადი დედა ბირთვების რადიოაქტიური დაშლის დროს.ჰაერში რადონის შემცველობა დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, გეოლოგიურ გარემოებაზე (მაგ, გრანიტებში, რომლებშიც ბევრია ურანი, წარმოადგენს რადონის აქტიურ წყაროს, ამასთან ზღვების ზედაპირზე რადონის შემცველობა ძალიან მცირეა), დამოკიდებულია ასევე ამინდზე (წვიმების დროს მიკრობზარები, რომლებითაც რადონი ნიადაგიდან ხვდება, ივსება წყლით; თოვლის საფარი ასევე აფერხებს რადონის ჰაერში მოხვედრას). მიწისძვრების წინ შეიმჩნევა რადონის კონცენტრაციის ზრდა ჰაერში.რადონს იყენებენ მედიცინაში რადონის აბაზანების მოსამზადებლად. რადონი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში შინაური პირუტყვის საკვების აქტივაციისათვის, მეტალურგიაში როგორც ინდიკატორი აირების ნაკადების სიჩქარის განსაზღვრისათვის დომენის ღუმელებში, გაზსადენებში. გეოლოგიაში რადონის შემცველობის გაზომვები ჰაერში და წყალში გამოიყენება ურანის და თორიუმის საბადოების მოსაძებნად, ჰიდროლოგიაში — გრუნტისა და მდინარეების წყლების ურთიერთქმედების გამოკვლევებში. რადონის კონცენტარციის დინამიკა მიწისქვეშა წყლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწისძვრების პროგნოზისათვის.

ნანახია 1967-ჯერ